რუსეთი გაძლიერებული სარაკეტო დარტყმებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რესურსების ამოწურვას დილობს - პენტაგონი

საქართველო, თბილისი - 17:21 | 19.11.2022
ნანახია: 361

რუსეთი უკრაინაზე გაძლიერებული სარაკეტო დარტყმებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რესურსების ამოწურვას დილობს, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

კალის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მარაგები ამოეწურება, მოსკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინაში საჰაერო უპირატესობის მოპოვებას შეძლებს.

"ისინი ნამდვილად ცდილობენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვასა და კიევის მარაგების გახარჯვას.

ჩვენ ვიცით, თუ რა არის რუსეთისთვის გამარჯვების გზა და მზად ვართ, დავრწმუნდეთ, რომ მათი თეორია არ იმუშავებს. უკრაინელები მიიღებენ იმას, რაც მათ საჰაერო თავდაცვისთვის სჭირდებათ". - თქვა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე