რუსეთი ფარული მობილიზაციისათვის ემზადება - ISW

საქართველო, თბილისი - 14:04 | 19.11.2022
ნანახია: 468

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს, რუსეთი კვლავ ემზადება ფარული მობილიზაციისთვის, რაც მათი შეფასებით, კიდევ უფრო დააზიანებს უკრაინის ფრონტზე რუსული ჯარების გადაყვანის საერთო ხარისხს.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება 31 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა, ISW წერს, რომ რუსულ ტელეგრამ არხების მიხედვით, კრემლი მეორე ტალღისთვის აქტიურად ემზადება - მათი ცნობით, გავრცელდა ფოტოები, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიღო გაწვევის ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ მობილიზაციაზე 2023 წლის იანვარში უნდა გამოცხადდეს.

"ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერები დამატებით ავრცელებენ ცნობებს, რომ საყოველთაო მობილიზაცია დეკემბერში ან იანვარში დაიწყება. დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ 18 ნოემბერს გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც ნაჩვენებია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და საწარმოები თავიანთ თანამშრომლებს მობილიზაციისთვის ამზადებენ და მათ სხვადასხვა საწვრთნელ პროგრამასა და მობილიზაციასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო კურსებზე გზავნიან", - აღნიშნულია ანგარიშში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე