ქალაქ ვოლნიანსკში ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 9 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 18.11.2022
ნანახია: 463

ზაპორჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში 17 ნოემბრის ღამით რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ავრცელებს. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

 „დილის მდგომარეობით, კიდევ აღმოჩენილია 2 დაღუპული. რუსი ტერორისტების მიერ საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის შედეგად უკვე აღმოჩენილია ვიპოვეთ 9 დაღუპულის ცხედარი“, - ამბობს ტიმოშენკო.

17 ნოემბერს, ღამით, ქალაქი ვოლნიანსკი რუსების სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცა. ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე