უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 22:52 | 17.11.2022
ნანახია: 495

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელი სამართალდამცვეები ახალ საერთო სამარხებს პოულობენ. დონეცკის, მიკოლაევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში უკვე აღმოაჩინეს მშვიდობიანი მოქალაქის ათასამდე ცხედარი. იუწყება უკრაინული მედია.

ეროვნული პოლიციის წარმომადგენლის ოლექსეი სერგეევის თქმით, დოკუმენტირებულია რუსების მიერ ჩადენილი 3 500-ზე მეტი სამხედრო დანაშაული.

„დონეცკის, მიკოლაივის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიციამ ჩაატარა სტაბილიზაციის ღონისძიებები და წესრიგი აღადგინა 577 დასახლებაში. აღდგენილია პოლიციის 15 განყოფილების მუშაობა. დოკუმენტირებულია 3 559 სამხედრო დანაშაული. აღმოჩენილია 991 სამოქალაქო პირის ცხედარი“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სერგეევმა აღნიშნა, რომ გამნაღმველებმა უკვე ამოიღეს 33 ათასი ასაფეთქებელი მოწყობილობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე