ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 22:04 | 17.11.2022
ნანახია: 327

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს.

82 წლის პელოსი პირველი ქალია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა. ის მუშაობას კონგრესში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს.

წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ და ნენსი პელოსის სავარაუდოდ კევინ მაკარტი შეცვლის. ასევე წინასწარი მონაცემებით, სენატში დემოკრატებს 50 მანდატი ექნებათ. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმით, მათ უმრავლესობა ექნებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე