რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის ობიექტი დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 17.11.2022
ნანახია: 321

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის წარმოების "უკრასდობიჩის" ინფრასტრუქტურა დაბომბა. ამის შესახებ Naftogaz Ukrainy-ის გამგეობის თავმჯდომარემ ოლექსი ჩერნიშევმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ობიექტი განადგურდა, სხვები კი სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა.

ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი ხანძარი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ჩააქრო.

ჩერნიშევის თქმით, დაზიანებულ ობიექტებში "უკრგასდობიჩის" სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მათ თავდასხმის შედეგები და მასშტაბები შეაფასეს. ამასთან, დგინდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე