ვფიქრობ, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს - ერდოღანი პოლონეთში მომხდარ აფეთქებაზე

საქართველო, თბილისი - 11:55 | 16.11.2022
ნანახია: 377

თურქეთის პრზეიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ და სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა, რუსეთიდან გაშვებული არ ყოფილა.

ამის შესახებ მან ბალიზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. იწუყება Anadolu.

„მე პატივი უნდა ვცე რუსეთის განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც რუსეთმა თქვა: „ამ საქმეს ჩვენთან საერთო არაფერი აქვს“. ბაიდენის განცხადება, რომ რაკეტები რუსული არ არის, აჩვენებს, რომ ამას საერთო არ აქვს რუსეთთან. გამოძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - თქვა ერდოღანმა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ცდილობენ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასვან, არ არის საჭირო ამ ომში მასამე მონაწილის ძებნა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე