სტამბოლში მორიგი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 16.11.2022
ნანახია: 341

სტამბოლში, ფათიხის რაიონში აფეთქება მოხდა. გაჩნდა ხანძარი, რომელიც რამდენიმე ავტომობილს მოედო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი უცნობია. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

„სტამბოლის ფათიხის რაიონში ხანძარი, რომელიც ერთ ავტომობილში უცნობი მიზეზით გაჩნდა, სხვა პარკირებულ ავტომობილებსაც მოედო. ხანძრის დროს ისმოდა აფეთქებების ხმა“, - იუწყება გამოცემა  Haberturk-ი.

გამოცემა Yeni Akit-ის ცნობით, ხანძარი რამდენიმე აფეთქებამ გამოიწვია. ცეცხლი გაჩნდა ერთ ავტომობილში, შემდეგ კი სხვა მანქანებსაც გადაედო. ძლიერი დაზიანება მიიღო შვიდმა ავტომობილმა, აფეთქებებმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აფეთქება მოხდა სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე, დაიღუპა რვა ადამიანი, 81 კი დაშავდა. ტერაქტში ეჭვმიტანილი აჰლამ ალბაშირი დააკავეს, მან აღიარა კავშირი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ტერაქტის ბრძანება სირიის ქალაქ ქობანიდან გაიცა. მომხდართან დაკავშირებით საერთო ჯამში დაკავებულია 50 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე