დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა დასრულდეს - ზელენსკიმ G20-ის ლიდერებს მიმართა

საქართველო, თბილისი - 09:28 | 15.11.2022
ნანახია: 320

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის ლიდერებს მიმართა, რომლებიც ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე სამიტზე შეიკრიბნენ.

ზელენსკიმ ვიდეომიმართავში განაცხადა, რომ დადგა დრო, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა დასრულდეს. იუწყება The Guardian

 „ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას გააძლიეროს თავისი ძალები... დარწმუნებული ვარ, რომ დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა დასრულდეს და ეს შესაძლებელია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის დასრულებისთვის რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარები, აანაზღაუროს ზარალი, რომელიც უკრაინას მიაყენა და აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

ამასთან, ზელენსკიმ მოუწოდა ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია "ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი ელემენტის გაძლიერებისთვის" და აღიკვეთოს რუსეთის მხრიდან განმეორებითი აგრესია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე