მკაფიოდ ვამბობ, უკრაინელებისთვის გავაგრძელებთ შეიარაღების მიწოდებას, რათა თავი დაიცვან, ჩვენ არ ჩავერთვებით მოლაპარაკებებში, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინამ - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 22:11 | 14.11.2022
ნანახია: 355

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება უწოდა. მისი თქმით, აშშ არ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში კიევის გარეშე.  

 „უპირველეს ყოვლისა, ეს მნიშნელოვანი გამარჯვებაა უკრაინისთვის,  და მე არ შემიძლია არ მივესალმო უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი სამხედროების სიმამაცეს, სიმტკიცესა და საბრძოლო შემართებას. ისინი  ნამდვილად არაჩვეულებრივები არიან“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკა მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების მიწოდებას.

 „მკაფიოდ ვამბობ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხისთვის შეიარაღების მიწოდებას, რათა მათ თავი დაიცვან, ჩვენ არ ვაპირებთ  მოლაპარაკებებში ჩართვას. უკრაინის გარეშე არაფერი მოხდება, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინამ“, - აღნიშნა ბაიდენმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე