ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობდა და ჩვენი წარმატებით დასრულდა - ზალუჟნი

საქართველო, თბილისი - 18:37 | 14.11.2022
ნანახია: 409

რუსი ოკუპანტებისაგნ ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა და მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს ხერსონის გათავისუფლებისათვის.

„ოპერაცია სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობდა და ჩვენი წარმატებით დასრულდა. თუმცა ამას თავისი ფასი აქვს. მარადიული ხსოვნა ჩვენს დაღუპულ ძმებსა და დებს! ჩვენ ვიცით,  და რისთვის ვიბრძვით, ერთად გამარჯვებისკენ!“, - წერს ზალუჟნი ტელეგრამზე.

უკრაინელი დამცველები ხერსონში 11 ნოემბერს შევიდნენ. დღეს გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე