სტამბოლში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 53 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 20:06 | 13.11.2022
ნანახია: 383

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. მისივე თქმით, აფეთქების შედეგად 53 ადამიანია დაშავებული.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სტამბოლის გუბერნატორის წინასწარი მონაცემების საფუძველზე, აფეთქება შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმას უკავშირდებოდეს. მისივე განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ, ქალი მონაწილეობდა.

აფეთქება დღეს, 13 ნოემბერს ადგილობრივი დროით 16:20 საათზე  მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე