ნევადაში გამარჯვებით სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ

საქართველო, თბილისი - 11:38 | 13.11.2022
ნანახია: 313

დემოკრატებმა შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობა გაიმყარეს.

12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ნევადაში არჩევნები დემოკრატების კანდიდატმა კორტეს მასტომ მიიღო და არა რესპუბლიკელმა ადამ ლაქსალტმა, – რომელიც პირველადი შედეგებით ლიდერობდა. ყოფილ გენერალურ პროკურორს ადამ ლაქსალტს მხარს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უჭერდა. ლაქსალტის მარცხი, ასევე, დანაკარგია ტრამპისთვისაც, რომლის კანდიდატებმაც შუალედურ არჩევნებზე მოსალოდნელზე ცუდი შედეგები აჩვენეს. 

დღევანდელი მონაცემებით, სენატში 50 ადგილი დემოკრატებს და 49 რესპუბლიკელებს ექნებათ.
ჯორჯიაში 6 დეკემბერს ჩანიშნულ მეორე ტურში, თუ სენატორი რაფაელ ვარნოკი რესპუბლიკელ ჰერშელ ვოლკერს დაამარცხებს, სენატში დემოკრატების რაოდენობა 51-მდე გაიზრდება, 49-ის პირისპირ.

წარმომადგენელთა პალატაში ჯერ-ჯერობით რესპუბლიკელები ლიდერობენ 211 ადგილით დემოკრატების 204 ადგილის წინააღმდეგ. ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად, მხარეებს 218 ადგილი სჭირდებათ.

საბოლოო შედეგების გამოცხადებას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე