რუსეთმა ხერსონის ოლქის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 12.11.2022
ნანახია: 350

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის დეოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის ოლქის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ იუწყება.

 „გენიჩესკი არჩეულია ხერსონის ოლქის დროებით დედქალაქად, იქ იმყოფებიან ხელისუფლების ძირითადი ორგანოები“, - განაცხადა საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ალექსანდრ ფომინმა.

11 ნოემბერს, უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდება. ქალაქში შევიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე