რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან დნიპროს მარცხენა ნაპირზე ჯარის გადაყვანა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 11.11.2022
ნანახია: 355

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 11 ნოემბერს, მოსკოვის დროით 5 საათზე დასრულდა ხერსონიდან მდინარე დნიპროს მარცხენა ნაპირზე ჯარის გადაყვანა.

მათივე ინფორმაციით, მარჯვენა ნაპირზე არ დარჩენილა სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების არც ერთი ერთეული, ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე დნიპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა.

რუსულმა მხარემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სამხედრო ქვედანაყოფებს გადაიყვანს დნიპროს მარცხენა ნაპირზე და დატოვებს მარჯვენას, სადაც ქალაქი ხერსონი მდებარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე