რუსებმა, ხერსონის დატოვებამდე ქალაქის განადგურება დაიწყეს - ააფეთქეს გადამცემი ანძები და ტელეცენტრი

საქართველო, თბილისი - 23:13 | 10.11.2022
ნანახია: 359

რუსეთის არმიამ, რომელიც ხერსონს ტოვებს, უკან დაიხევისას ქალაქის განადგურება დაიწყეს: ააფეთქეს საქვაბეები და საოლქო ენერგოსისტემის ობიექტი, ასევე სატელევიზიო ცენტრი. იუწყება უკრაინული მედია.

ქალაქი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის გარეშე დარჩა. რუსებმა ააფეთქეს სატელევიზიო ცენტრი, რომელიც სატელევიზიო ანძასთან მდებარეობს. თავად ანძა არ დაზიანებულა. აფეთქეეს ასევე მობილური კომუნიკაციის ანძები და ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები ნაღმავენ ტერიტორიებს.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე