აშკარაა, რუსეთი მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ხერსონს თუ დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 20:55 | 10.11.2022
ნანახია: 357

აშკარაა, რომ რუსეთი მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ხერსონს თუ დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთას შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებმა, მათ შორის იტალიამ, გაიღეს, ყოველდღიურად ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის პროგრესისთვის.

„მხედველობაში მივიღეთ რუსეთის განცხადება ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. უახლოეს დღეებში უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ადგილზე სიტუაცია. მაგრამ რაც აშკარაა, რუსეთი მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე