ხერსონიდან რუსეთის ჯარების გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 13:16 | 10.11.2022
ნანახია: 313

რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა აგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის.

ერდოღანმა თქვა, რომ მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეკრებაზე შეხვდება, თუ რუსეთის ლიდერიც დაესწრება ფორუმს, ან გააგრძელებს მასთან სატელეფონო დიპლომატიას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე