უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად დატოვებს - პოდოლიაკი

საქართველო, თბილისი - 00:21 | 10.11.2022
ნანახია: 315

უკრაინა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად დატოვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერში წერს.

„უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად დატოვებს. ქალაქში რჩება რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილი, რეგიონში შეჰყავთ დამატებითი რეზერვები. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით და არა დადგმული სატელევიზიო განცხადებების საფუძველზე,“ - წერს პოდოლიაკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე