აშშ-ის კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ

საქართველო, თბილისი - 10:19 | 09.11.2022
ნანახია: 612

შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით ხმის დათვლის პროცესი დაწყებულია.

წინასწარი მონაცემებით, სენატში 45 ადგილს რესპუბლიკელები ფლობენ, დემოკრატებს კი 43 ადგილი ერგოთ. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 168, ხოლო დემოკრატებს 104 ადგილი აქვთ.

კონგრესის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.

435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიებს სჭირდებათ სულ მცირე 218 ადგილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე