ზელენსკი G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 16:22 | 08.11.2022
ნანახია: 502

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი ინდონეზიაში, G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის პრესსპიკერის სერჰი ნიკიფოროვის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეს იქნება ონლაინ-ფრომატი.

"დიდი ოცეულის" სამიტი წელს ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს იმართება. უკრაინა იქ მოწვეული ქვეყნის სტატუსით იქნება.

სამიტზე ინდონეზიის პრეზიდენტის მხრიდან, მიწვეულია პუტინიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩავა თუ არა ის კუნძულ ბალიზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე