რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის შვილია - ნიკა მელია
საქართველო, თბილისი - 13:28 | 08.11.2022 ნანახია: 544
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჩანს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებს, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვია. ამის შესახებ მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, ვიდეოს გავრცელების შემდეგ პოლიციამ პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
მელიას თქმით, ალექსანდრ კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. "იმედია, დღის ბოლომდე ხელისუფლება, განსაკუთრებით გომელაური გამობრძანდება და გააკეთებს განცხადებას, როგორ ხდება, რომ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები დღეს თბილისში ცხოვრობენ", - ამბობს მელია.
როგორც მელიამ განაცხადა, ხელისუფლებამ კონკრეტული ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრების თაობაზე უნდა გააკეთოს განმარტებითი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
„რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ვიდეოკადრები, როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ეს პირი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე აღმოჩნდა პუტინის გარემოცვის ოლიგარქის ალექსანდრ კოპოლკოვის შვილი, პაველ კოპოლკოვი. ის პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავა, მოათავსა მცხეთის იზოლატორში და გაათავისუფლა გასაგები მიზეზების გამო. პაველ კოპოლკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინის ომში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტების და ეს ოჯახი ცხოვრობს თბილსიში. რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის ერთ-ერთი გასამხედროებული ორგანიზაციის სპონსორი. ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის, ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების, ალეშე რუსმონოვის იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო, დასავლური სანქციები.
კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორებს უშვებს საქართველოში, აცხოვრებს თბილისში. ამ ერთი ფაქტიდან გამომდინარე, ვინმეს სჯერა, რომ მსგავსი რუსეთის მოქალაქეები პუტინის რეჟიმს გამოურბიან რუსეთიდან საქართველოში? და მათ ომი არ უნდათ? მოვუწოდებ ხელისუფლებას, კონკრეტული ოლიგარქის მისი ოჯახის წევრების თაობაზე, გააკეთოს სწრაფად განმარტებითი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია ცნობილის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისინი გვერდს ვერ აუვლიან განმარტებას. მათ უნდა გააკეთონ განმარტება ქართული საზოგადოებისთვის, უკრაინული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, როგორ ხდება, რომ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები დღეს თბილისში ცხოვრობენ, იმ ოლიგარქის ოჯახის წევრები, რომლებიც აფინასებენ ტერორიზმს უკრაინაში. სწორედ ასეთი ფაქტები აფუჭებს კიდევ უფრო ურთიეთობას საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის. ამიტომ, იმედია, დღის ბოლომდე ხელისუფლება, განსაკუთრებით გომელაური გამობრძანდება და გააკეთებს განცხადებას, ან აღიარებს, რომ ისინი თავიდან ბოლომდე არიან დეკლარირებულადაც უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშ, ან გასცეს პასუხი საერთაშორისო საზოგადოებას ბრიუსელში, სტრასბურგში, აშშ-ში, საქართველოსა და უკრაიანაში“, – განაცხადა მელიამ.
ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთი მოქალაქე ქუჩაში დგას და ქართველების მიმართ იგინება 5 ნოემბერს, Facebook-ზე გავრცელდა. 6 ნოემბერს პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















