რუსმა ოკუპანტებმა 6 032 უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს - მედია

საქართველო, თბილისი - 18:21 | 07.11.2022
ნანახია: 348

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსა ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე 6 032 ბავშვი გაიყვანა.

ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენის სამდივნოს ოფისის ხემძღვანელმა ელენა ვიხორმა განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია. 

"უნდა განვმარტო - ესენი არ არიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც დეპორტირებული იყვნენ რუსეთის ფედერაციაში, არამედ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება არ აკონტროლებს.

სინამდვილეში, ესენი არიან უკრაინის შვილები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს და წაიყვანეს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არ მოქმედებს როგორც უკრაინის, ისე კაცობრიობის კანონები," - განაცხადა ვიხორმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე