სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებმა ერთმანეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს

საქართველო, თბილისი - 11:23 | 07.11.2022
ნანახია: 306

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ.

აზერბაიჯანული უწყების ცნობით, 6 ნოემბერს 19:35 საათიდან 21:50 საათის ინტერვალში სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იუხარი შორჟას დასახლების მიმართულებით საკუთარი პოზიციებიდან პერიოდულად უხსნიდნენ ცეცხლს ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა "შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს".

პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 6-7 ნოემბრის ღამეს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სომხეთის საბრძოლო პოზიციებს. მათი ცნობით, სომხეთის მხარეს მსხვერპლი არ ყოფილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე