ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს - ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 11:56 | 04.11.2022
ნანახია: 326

ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა კალიფორნიაში გამოსვლისას.

ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“.

ირანში უკვე შვიდი კვირაა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო აქციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე