არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობაში ბრუნდება

საქართველო, თბილისი - 11:04 | 04.11.2022
ნანახია: 310

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და მათმა პარტნიორებმა, ულტრამემარჯვენე და რელიგიურმა ძალებმა, ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში 64 ადგილი მოიპოვეს. იუწყება BBC.

ამრიგად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებიდან 14 თვის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის მთავრობაში ბრუნდება.

ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ქვეყნის ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.

ლაპიდი ტელეფონით დაუკავშირდა ნეთანიაჰუს, წარმატება უსურვა და პირობა დადო, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი ყველა წესის დაცვით მოხდება.

ცნობისათვის, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მუხლით საქმეა აღძრული, რომლის განხილვა შემდეგ კვირაში განახლდება. თავად ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე