ირანი რუსეთისთვის ათასამდე ბალისტიკური რაკეტისა და დრონის გადაცემას გეგმავს - CNN

საქართველო, თბილისი - 17:36 | 01.11.2022
ნანახია: 447

ირანი რუსეთისთვის დაახლოებით ათასი დამატებითი შეიარაღების, მათ შორის "მიწა-მიწის" ტიპის მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების და დრონების მიწოდებას გეგმავს. ინფორმაციას CNN ავრელებს. მედია წერს, რომ მათთან ამის შესახებ ისაუბრეს დასავლური ქვეყნების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ირანის შეიარაღების პროგრამას ყურადღებით აკონტროლებენ.

როგორც CNN-ი აღნიშნავს, იარაღის გადაცემას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი რუსეთს გაუმჯობესებული სიზუსტის მართვად რაკეტებს მიაწვდის.

CNN-ის ანონიმური წყაროების თქმით, რუსეთის მიერ ირანისგან მიღებული შეიარაღების ბოლო პაკეტში იყო 450-მდე დრონი, რომელთა ნაწილიც რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა. ანონიმური წყაროების პროგნოზით, რუსეთი ირანისგან შეიარაღებას წლის ბოლომდე მიიღებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე