რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა - ბრიტანეთი

საქართველო, თბილისი - 15:25 | 01.11.2022
ნანახია: 344

რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა. ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

უწყებამ ბელარუსის მაჩულიშის აეროდრომის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „მიგ 31კა“-ს ტიპის გამანადგურებლები და გალავანით გამაგრებული დიდი კონტეინერი ჩანს.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, მასში რაკეტები ინახება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რუსეთი ამ რაკეტებს 2018 წლიდან იყენებს, მაგრამ ბელარუსში ადრე არ განუთავსებია.

ექსპერტები, რომ ეს რაკეტები რუსეთმა იმისთვის განათავსა, რომ დასავლეთს სიგნალი გაუგზავნოს და ომში ბელარუსი თანამონაწილედ წარმოაჩინოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე