რუსმა ოკუპანტებმა, დილიდან უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

საქართველო, თბილისი - 13:23 | 31.10.2022
ნანახია: 412

რუსმა ოკუპანტებმა დილიდან უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი  რაკეტა ისროლეს, მათგან 44 საჰაერო თავდაცამ ჩამოაგდო. ინფორმაციას საჰაერო თვდაცვის ძალების სარდლობა ავრცელებს.

„71 ოქტომბერს, 7.00 საათზე რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკული ინფრაქსტრუქტურუის ობიექტებზე სარაკეტო შეტვის რამდენიმე ტალღა განახორციელეს.

50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555 გაისროლეს ტუ-95/ტუ-160 სტრატეგიული თვითმფრინავებიდან.

44 ფრთოსანი რაკეტა გაანაგურეს საჰერო ძალებმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ რუსებმა რაკეტები კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და ვოლგოდონსკის რეგიონიდან (როსტოვის ოლქი) გაუშვეს.

31 ოქტომბერს,  დილიდან კიევში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა. მათი ნაწილი დედაქალაქის შემოგარენიდან ისმოდა.

რუსეთმასარაკეტო დარტყმა კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. შედეგად, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონს წყალი და დენი შეზღუდულად მიეწოდება.

აფეთქებები იყო ასევე ვინიცის, პოლტავის, კიროვოგრადისა და ოდესის ოლქებშიც.

უკრაინული მედიის ცნობით, ვინიცის ოლქში ერთ-ერთი ჩამოგდებული რაკეტა სამოქალაქო ობიექტებს დაეცა. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

31 ოქტომბრის დილიდან მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო ჩართული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე