ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

საქართველო, თბილისი - 10:57 | 31.10.2022
ნანახია: 361

უკრაინული მედიის ცნობით, 31 ოქტომბერს, დილით კიევში საჰაერო განგაშის დროს აფეთქებების  ხმა გაისმა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმუშვა საჰაერო თავდაცვამ.

„მუშაობს საჰაერო თავდაცვა! პანიკის გარეშე! დარჩით თავშესაფრებში და დაელოდეთ საჰაერო განგაშის დასრულებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თვითმხილველთა თქმით, კიევში და მის ოლქში სულ მცირე 10 აფეთქება მოხდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ არ უგულებელყონ საჰაერო განგაში და თავშესაფრებში გადავიდნენ. გავრცელუბული ცნობით, არსებობს განმეორებით სარაკეტო იერიშის საფრთხე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა რაკეტები კიევის მიმართულებით კასპიის ზღვის აკვატორიიდან ისროლეს.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კრიტიკული ობიექტების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების შედეგად უკრაინის დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შეფერხებებია წყალმომარაგების მხრივაც.

“ზოგიერთ რაონში არ არის წყალმომარაგება. ყველა სამსახური მუშაობს. დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ“, - დაწერა კლიჩკომ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე