ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 10:12 | 31.10.2022
ნანახია: 407

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა. ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლულა და სილვამ მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე ჟაირ ბლსონარო 2 მლნ ხმით დაამარცხა.

ხმების დათვლის შემდეგ, ლულა და სილვამ 50.9 პროცენტი მიიღო.
 
კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა სულ მცირე 80-მა პროცენტმა მიიღო. ხმის მისაცემად არ მივიდა 32 მლნ ამომრჩეველი.

პოლიტიკოსმა 2018 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან ციხეში იმყოფებოდა. სილვა დამნაშავედ ცნეს ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია „პეტრობრასთან“ კონტრაქტების სანაცვლოდ.  ლულამ ციხეში 580 დღე გაატარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე