ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებებია

საქართველო, თბილისი - 13:50 | 29.10.2022
ნანახია: 358

 რუსების მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გავრცელებული ინფორმაციით, „ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს“.

„შავი ზღვის ფლოტის ხომალდები უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებს იგერიებენ. ქალაქში არც ერთი ობიექტი არ დაზარალებულა“, – ნათქვამია რუსული მედიით გავრცელებულ განცხადებებში.

უკრაინული მედიის ცნობით, იერიშების გამო ჩაიკეტა ყურე. საქალაქთაშორისო გადაადგილება მხოლოდ ავტობუსებით არის შესაძლებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე