რუსეთმა "დოჟდის" ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე და დამფუძნებელი ნატალია სინდეევა "უცხოელ აგენტთა" სიაში შეიყვანა

საქართველო, თბილისი - 12:22 | 29.10.2022
ნანახია: 569

რუსეთმა უცხოელი აგენტების სიაში რუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე, ჟურნალისტი ვლადიმერ რომენსკი, ასევე "დოჟდი​​ს" დამფუძნებელი ნატალია სინდეევა და კიდევ რამდენიმე პირი შეიყვანა.

რუსეთის იუსტიციის სამინსიტროს განცხადებებით, ისინი სიას, მათი  "პოლიტიკური საქმიანობის" გამო დაემატნენ.

რუსეთში ტელეკომპანიას გასულ წელს არხს "უცხო აგენტის" სტატუსი მიენიჭა.

არხმა რუსეთში მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა,18 ივლისს კი ეთერში ლატვიის სტუდიებიდან გავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე