რუსეთი უკრაინაში კომერციულ თანამგზავრებს თუ დაარტყამს, აშშ მოსკოვს პასუხს გასცემს - ჯონ კირბი

საქართველო, თბილისი - 21:48 | 27.10.2022
ნანახია: 340

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს თუ დაარტყამს, აშშ მოსკოვს პასუხს გასცემს.

მისი თქმით, აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომ რუსეთი ისწრაფვის თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებისკენ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე კონსტანტინე ვორონცოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია დასავლური კომერციული თანამგზავრები ლეგიტიმურ სამიზნედ განიხილოს, თუ მათ უკრაინაში გამოიყენებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე