დასავლეთმა ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა ესკალაციისკენ, ეს არის ომის გაღვივება უკრაინაში, პროვოკაციები ტაივანში - პუტინი

საქართველო, თბილისი - 20:14 | 27.10.2022
ნანახია: 349

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ დასავლეთმა ბოლო წლების განმავლობაში გადადგა არაერთი ნაბიჯი ესკალაციისკენ - ეს არის უკრაინაში ომის გაღვივება, პროვოკაციები ტაივანში და დესტაბილიზაცია ენერგობაზრებზე. ამის შესახებ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა საეთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ პლენალურ სესიაზე განაცხადა.

„დასავლეთმა ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, არაერთი ნაბიჯი გადადგა {ვითარების} გამწვავებისკენ. ნუ, ფაქტობრივად, ისინი ყოველთვის თამაშობენ გამწვავების მიზნით. ახალი აქ არაფერია. ეს არის ომის გაღვივება უკრაინაში, პროვოკაციები ტაივანის ირგვლივ, სურსათისა და ენერგობაზრების დესტაბილიზაცია“, - თქვა მან.

მისივე თქმით, ბაზრებზე დესტაბილიზაცია სისტემური შეცდომების შედეგია.

„მსოფლიოზე ბატონობა - ეს სწორედ ის არის, რაზეც ე.წ. დასავლეთმა თავის თამაშში ფსონი დადო, მაგრამ ეს თამაში საშიშია,  სისხლიანია და ბინძურია“, - დასძინა რუსმა დიქტატორმა.

მისი თქმით, დასავლეთის პოლიტიკა უგულებელყოფს ქვეყნებისა და ხალხების დამოუკიდებლობას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე