რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც "ლგბტ პროპაგანდას" კრძალავს

საქართველო, თბილისი - 19:45 | 27.10.2022
ნანახია: 333

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა" და პედოფილიის "პროპაგანდასა და გამართლებას მოზრდილებსა და ბავშვებს შორის. არასრულწლოვანთა შორის აიკრძალება ინფორმაციის გავრცელება ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების შესახებ.

სხდომაზე, პალატის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, განაცხადა, რომ დეპუტატებმა უნდა დაიცვან ბავშვები და ისინი, ვისაც ნორმალურად ცხოვრება სურს. "სხვა ყველაფერი - ცოდვაა, სოდომია, სიბნელეა, და ჩვენი ქვეყანა ამას ებრძვის".

ინიციატივების თანაავტორი იყო 390 დეპუტატი, მათ შორის ფრაქციის ყველა ლიდერი და ვიცე-სპიკერი.

აკრძალული ინფორმაციის გავრცელებისთვის შემოღებული იქნება ჯარიმები 400 ათასამდე რუბლის ოდენობით ფიზიკური პირებისთვის და 5 მილიონამდე - იურიდიული პირებისთვის. უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყნიდან გაძევება დაემუქრებათ. მეორე მოსმენისას სასჯელი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე