ხარკივის ოლქში კიდევ ერთი საერთო სამარხი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:33 | 27.10.2022
ნანახია: 365

ხარკივის ოლქში, ბოროვის რაიონში კიდევ ერთი საერთო საფლავი იპოვეს, სადაც 17 ცხედარი აღმოჩნდა.

ინფორმაციას ხარკივის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

საერთო საფლავის შესახებ პოლიციას ინფორმაცია ადგილობრივებმა მიაწოდეს. მოქლაქეებმა გამოძიებას უთხრეს, რომ ოკუპანტები ცხედრებს მთელს რაიონში აგროვებდნენ.

13 აპრილს, ცხედრები ორი სატვირტო მანქანით მიიტანეს, ამოთხარეს 3 მეტრის სიღრმის ორმო და ცხედრები დამარხეს. შემდეგ საფლავი ტანკებით გადაასწორეს.

წინასწარი მონაცემებით, საფლავში დამარხულია სულ მცირე 17 ადამიანი. სამოქალაქო პირებთან ერთად არიან უკრაინელი სამხედროებიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე