უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა კიევისთვის სამხედრო დახმარებაა - იტალიის პრემიერი

საქართველო, თბილისი - 23:00 | 26.10.2022
ნანახია: 326

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას, რომელც ერთადერთი პირობაა კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობის მისაღწევად.

„მშვიდობა მიიღწევა იმით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც მას საშუალებას მისცემს თავი დაიცვას“, - განაცხადა მელონმა.

მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, იტალიას უარი რომ ეთქვა უკრაინის მხარადაჭრაზე, დასავლეთი დახმარებას მაინც გააგრძელებდა. „ამიტომ ეს ვერ შეცვლიდა უკრაინისთვის შედეგებს, მაგრამ შეცვლიდა მიდგომას. რომელიც ექნებოდათ სხვებს ჩვენს მიმართ, ჩვენი ნდობის, საიმედოობის მიმართ, - თქვა იტალიის პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე