ირანში მაჰსა ამინის ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილ დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა

საქართველო, თბილისი - 20:58 | 26.10.2022
ნანახია: 427

ირანში, მაჰსა ამინის ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილ ათასობით მოქალაქეს უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

26 ოქტომბერს აღინიშნა მეორმოცე დღე მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან.

დემონსტრაციები თეირანში, ქაზვინში, საქეზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გაიმართა.

მედიის ცნობით, დარბევის მიუხედავად, მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქში, მის საფლავთან 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომელბიც სკანდირებდნენ „სიკვდილი დიქტატორს“.

22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, 16 სექტემბერს ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა. ის სამდღიანი კომის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მაჰსა ამინს პოლიციამ სასტიკად სცემა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე