Mercedes-Benz-ი რუსულ ბაზარს ტოვებს

საქართველო, თბილისი - 18:14 | 26.10.2022
ნანახია: 498

გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Mercedes-Benz-ი რუსულ ბაზარს ტოვებს და თავისი შვილობილი კომპანიების აქციებს ადგილობრივ ინვესტორს მიჰყიდის, მათ შორის მოსკოვის ოლქში მდებარე ავტოქარხანას.

კომპანიის რუსულმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თავისი ადგილობრივი შვილობილი კომპანიების აქციებს ჰოლდინგ „ავტოდომს“ მიჰყიდის.

რუსული ბაზრიდან წასვლა არ აისახება რუსულ კომპანია „კამაზში“ „მერსედესის“ აქციების 15-პროცენტიან წილზე. გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს ეს აქციები ამერიკულ ავტომწარმოებელ Daimler Truck-ს გადაეცემა.

Mercedes-ი არის მესამე ავტომწარმოებელი სამგზავრო სეგმენტში, რომელმაც დატოვა რუსეთი. მანამდე Renault-მა და Nissan-მა გაყიდეს თავიანთი აქტივები და დატოვეს რუსეთი, ასევე ქვეყანაში დაიხურა Toyota-ს ქარხანაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე