დაკავების საფრთხის გამო ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 26.10.2022
ნანახია: 365

რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, ქსენია სობჩაკმა, რომელიც, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, ქვეყნიდან გამგზავრება შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

იუწყებიან, რომ სობჩაკი მინსკის გავლით ლიეტუვაში გაემგზავრა.

დილით ჩხრეკა დაიწყო სობჩაკის სახლში, რომელიც მოსკოვის შემოგარენის ელიტურ დასახლებაში მდებარეობს. გავრცელებული ცნობით, ჩხრეკა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღიძრა სობჩაკის საქმიანობის კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის წინააღმდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეზე დააკავეს ჟურნალ "ტატლერის" ყოფილი მთავარი რედქტორი, არიან რომანოვსკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე