სომხეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ქვეყანაში ჩასვლა ამიკრძალა - მარგარიტა სიმონიანი

საქართველო, თბილისი - 11:42 | 26.10.2022
ნანახია: 323

კრემლის პროპაგანდისტი, სამთავრობო ტელეარხი Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს.

ამის შესახებ მან რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინისთვის დაწესებულ ამავე აკრძალვასთან დაკავშირებით დაწერა.

"კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც". – წერს სიმონიანი.

სიმონიანი სომხეთის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების მიზეზებსა და არგუმენტებზე არაფერს წერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე