არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი - ზელენსკი დნიპროს დაბომბვაზე

საქართველო, თბილისი - 11:34 | 26.10.2022
ნანახია: 320

არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ეხმიანება, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ორსული დაიღუპა.

იერიშის შედეგად, მძიმედ დაიჭრა სამი სამოქალაქო პირიც.

„ყოველ დღე ვებრძვით ტერორისტებს, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ქალაქებს ბომბავენ, ცხოვრებას და მომავალს უნგრევენ უკრაინელებს. არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში გუშინ ღამით განახორციელეს. ჭურვის ფრაგმენტები ქალაქში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე