საჭიროა სამართლიანი მშვიდობა, მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

საქართველო, თბილისი - 11:22 | 26.10.2022
ნანახია: 284

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

შტაინმაიერის თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას.

„მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს“, – განაცხადა შტაინმაიერმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე