გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 25.10.2022
ნანახია: 319

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა.

გერმანიისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა საღამოს გაიმართება. შტაინმაიერი კიევში მატარებლით ჩავიდა.

შტაინამერი კიევში ჯერ კიდევ გასულ კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი გადაიდო გერმანიის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე უსაფრთხოების სამსახურების რეკომენდაციით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე.

შტაინმაიერი და ზელენსკი გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას და გერმანიის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს მოუწოდებენ უახლოეს პერსპექტივაში გააფორმონ ახალი პარტნიორული ურთიერთობები უკრაინის მუნიციპალიტეტებთან და დაეხმარონ მოსახლეობას ზამთრის გადატანაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე