რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

საქართველო, თბილისი - 13:50 | 24.10.2022
ნანახია: 337

რუსეთის სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.  ოკუპირებული ხერსონის მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენკის თქმით, უკრაინის ძალებმა 19 რაკეტა ისროლეს, მათგან სამი - სადგურს მოხვდა.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ობიექტს კრიტიკული ზიანი არ მიადგა და სადგური მუშაობას განაგრძობს.

მანამდე უკრაინის ხელიუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმას და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა.

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს.
ამასთან, ამერიკის ომის შემსაწვლელი  ინსტიტუტი 19 ოქტომბრის ანგარიშში წერდა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკან დახევის გადასაფარად, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე