რუსეთის მიმართ მოწოდებები საკმარისი არ არის, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის - ერმაკი

საქართველო, თბილისი - 19:26 | 23.10.2022
ნანახია: 383

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მხოლოდ მოწოდებები საკმარისის არ არის, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის. ერმაკი ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე წერს.

„დიდმა შვიდეულმა“ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს იქიდან თავისი პერსონალი და ძალები. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით“, – აღნიშნა ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს ომი აჩვენებს, რომ მტერი უკან იხევს უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად, მისი ეკონომიკა კი ინგრევა სისტემური სანქციების დახმარებით.

ერმაკი აღნიშნავს, რომ საჭიროა მეტი სიმტკიცე, რომ კოლექტიურად საბოლოოდ დამარცხდეს მტერი, რადგან ტერორისტებთან სხვა არაფერი მუშაობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე