რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 2-სართულიან სახლს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 19:03 | 23.10.2022
ნანახია: 341

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 2-სართულიან სახლს სამხედრო თვითმფრინავი „სუ-30“ დაეცა. დაიღუპა ორი პილოტი. მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ რუსულმა გამანადგურებელმა კატასტროფა საცდელი ფრენის დროს განიცადა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურების დანაყოფები მუშაობენ.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ ეისკში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს გამანადგურებელი „სუ-34“ დაეცა. დაიღუპა 15 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე