რუსეთმა უკრაინაში უკვე 67 070 სამხედრო დაკარგა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 22.10.2022
ნანახია: 347

ბოლო მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში წარმოებულ დამპყრობლურ ომში სულ  მცირე 67 070 სამხედრო დაკარგა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. 24 თებერვლის შემდეგ  რუსეთმა დაკარგა:

პირადი შემადგენლობა: დაახლოებით 67 070;

ტანკი - 2579;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 5 266;

საარტილერიო სისტემა - 1 653;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 373;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 189;

თვითმფრინავი - 270;

ვერტმფრენი - 243;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავმზიდი - 4021; 

გემი/კატერი -  16;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 1 341;

სპეციალური ტექნიკა - 148;

ფრთოსანი რაკეტა - 329;

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე