ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 11:54 | 22.10.2022
ნანახია: 371

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. ბაიდენი ამბობს, რომ ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ეს მისი რეალური განზრახვაა.

„მე ჯერ კიდევ არ მიმიღია ფორმალური გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემი განზრახვაა მივიღო მონაწილეობა არჩევნებში. ჩვენ გვაქვს დროს იმისათვის, რომ მივიღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბაიდენმა ტელერახ MSNBC-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობდა ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მეუღლე - ჯილი.

„ჩემი მეუღლე ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და ვალდებულები ვართ ეს საქმე გავაგრძელოთ“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე